დღეს არაფერი არ იგეგმება… აანონსებს, რომ მტკიცებულებებს ძალიან მალე გამოაქვეყნებს – ადვოკატმა სოსო გოგაშვილი მოინახულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ხელისუფლების მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებას დღეს არ აპირებს. ამის შესახებ რუსთავის მე-12 დაწესებულების დატოვების შემდეგ მისმა ადვოკატმა ისაუბრა. შეგახსენებთ, თავდაპირველად ითქვა, რომ გოგაშვილი მტკიცებულებებს სწორედ 25 ივლისს გამოაქვეყნებდა.

ბრალდება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მან დააანონსა იმ სისტემის მხილება, რომელი სისტემის ნაწილიც თვითონ იყო და გრძნობს ამაზე პასუხისმგებლობას. დღეს არაფერი არ იგეგმება ახალი, მაგრამ იგი აანონსებს, რომ უახლოეს პერიოდში ასევე სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრებს და შესაბამის მტკიცებულებებსაც გამოაქვეყნებს. ამბობს, რომ ეს მოხდება ძალიან მალე… განგვიცხადეს ამ საქმის გამომძიებლებმა, რომ მათ სურთ, რომ მთლიანად გაასაიდუმლონ საქმის მასალები. შესაბამისად, ადვოკატებსაც შეგვეზღუდება, ვისაუბროთ ამ საქმის ირგვლივ დეტალებზე, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე.

banner
წინა სტატიაშიწონაში იკლებს, დრო გადის და გაუმჯობესებას ვერ ვხედავ – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი უცხოელი ექსპერტებისთვის ლიცენზიის დროულ აღიარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაკურორტების განვითარების სააგენტოს ალექსანდრე ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს