დღეს აქცია არ გაიმართება- ორგანიზატორები ლაშქარავას პანაშვიდს უერთდებიან

TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. სოლიდარობის აქციების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დღეს, 13 ივლისს, რუსთაველის გამზირზე აღარ შეიკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “სირცხვილია” ავრცელებს.

ლექსო ლაშქარავას გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე დაიწყება. მედიამენეჯერებმა და ჟურნალისტებმა, ლექსოს დაკრძალვაზე მსვლელობა დაგეგმეს, ისინი მისი სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

 

banner
წინა სტატიაშიგახარია: სახელმწიფომ ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა და ვერც სხვები
შემდეგი სტატიაუკრაინა გერმანიისგან 1,5 მილიონ დოზა კოვიდ-ვაქცინას მიიღებს