დღეს ამაღლებაა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყებს.
წირვის დასრულების შემდეგ, საყოველთაო ჯვრისწერა შედგება. წყვილებს ჯვარს ტაძრის მღვდელმსახურები დაწერენ. ჯვრისწერის შემდეგ კი მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს.მოგვიანებით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კი უწმინდესი ტაძარში პარაკლისსაც გადაიხდის და ოჯახებს დალოცავს.
მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.

banner
წინა სტატიაშიკაფე გალერის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოლიციის მთავარ სამმართველოში მოწმის სტატუსით დაკითხეს
შემდეგი სტატიასაყოველთაო ჯვრისწერა – დღეს ჯვარს 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს