შალვა პაპუაშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ალდეს” წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.
„გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.
დღეს „ალდეს” წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერი დღეს დააკავეს. შსს-ს ამბობს, რომ შენიღბულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
პოლიტიკოსი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებულია.


















