“დღეს, ალბათ, ჩვენ არანაირ პასუხს არ ვიტყვით, ჩვენ მარტო მოვისმენთ და განვიხილავთ – დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშს ხვდებიან

region
ავტ.: region ივლისი 30, 2019 16:22

“დღეს, ალბათ, ჩვენ არანაირ პასუხს არ ვიტყვით, ჩვენ მარტო მოვისმენთ და განვიხილავთ – დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშს ხვდებიან

“რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ამ წუთებში არხის ახალ მფლობელს ქიბარ ხალვაშს ხვდებიან. ისინი შეხევდრაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ. როგორც დავით დვალი აცხადებს, მათთვის კონკრეტული წინადადებები თუ რას შესთავაზებს ქიბარ ხალვაში, უცნობია.

„ძალიან გამიძნელდება რაიმე პროგნოზი, ჩვენ უბრალოდ მოვისმენთ დღეს და მე მინდა წინასწარ შეგამზადოთ იმისთვის, რომ დღეს, ალბათ, ჩვენ არანაირ პასუხს არ ვიტყვით, ჩვენ მარტო მოვისმენთ და განვიხილავთ,“ – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე თქმით, ისინი კონკრეტული წინადადებით არ მიდიან და მხოლოდ ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას მოისმენენ.

რაც შეეხება ჯარჯი აქიმიძეს, მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოისმენენ თუ რას სთავაზობს ქიბარ ხალვაში, შემდგომ დაიგეგმება სამომავლო ნაბიჯები.

„ჩვენ შევთავაზებთ, რომ ის რასაც თვითონ შემოგვთავაზებენ გამოვიდნენ და თვითონ გაახმოვანონ, რომ მერე არ მოჰყვეს ამას ზედმეტი საუბრები,“ – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

მისივე თქმით, ამ დრომდე ის და დავით დვალი ქიბარ ხალვაშს არ შეხვედრიან და მათ კომუნიკაცია ჰქონდათ პაატა სალიასთან.

region
ავტ.: region ივლისი 30, 2019 16:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics