დღეს აკავებენ ადამიანს, რომელმაც წლები ბრძოლაში გაატარა, სამართლიანობისა და სიმართლისთის ბრძოლაში!

"დაიცავი საქართველოს" სამეგრელოს ორგანიზაციისციხეში ადგილი არის?! დღეს აკავებენ ადამიანს, რომელმაც წლები ბრძოლაში გაატარა, სამართლიანობისა და სიმართლისთვის ბრძოლაში!

კახა მიქაია – ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის ბრძოლას მაშინაც არ წყვეტს, როცა სხვები თვლიან, რომ ბრძოლა უსაფრთხო არაა და ამიტომ, მორჩილებას ამჯობინებენ!
კახა ის ადამიანია, ვინც მაშინაც იბრძვის, როცა შიში ყველას კარზე აკაკუნებს!

2012 წელს, როცა ხალხი ივანიშვილს იმედით უყურებდა და ცვლილებებს ელოდებოდა, კახას მაშინაც არ შეეშინდა – შიშზე მაღლა ღირსება დააყენა და სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც ასევე, ავტოკრატობას ცდილობდა, არ შეუშინდა! ამის უშუალო თვითმხილველი, მონაწილე და თანამებრძოლი ვარ.

სასაცილოა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა მხოლოდ სახელი შეიცვალა და… კახაც ისევ ბრძოლის წინა ხაზზეა, დიახ, იბრძვის ისევ სამართლიანობისა და სიმართლისთვის!
სწორედ ამიტომ დაიჭირა რეჟიმმა კახა მიქაია, მაგრამ „ქოცებო“, რა ცუდად იცნობთ კახას – კახა საპყრობილიდან კიდევ უფრო გაკაჟებული და უფრო მეტი ჟინით გამოვა, რომ სამართლიანობისთვის იბრძოლოს!

„ქოცებო“, თქვენ არ იცით, რა არის ღირსება, სიმართლე და უსამართლობისთვის წინააღმდეგ ბრძოლა! კახამ კი ყველაფერი ეს ძალიან კარგად იცის, რადგან ის ღირსეული ქართველია და მისი შეშინება შეუძლებელია!

სოლიდარობა კახა მიქაიას.

სოლიდარობა ყველას, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, სიტყვისთვის და საქართველოსთვის.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ მეწერალ ბექა ქურხულს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაფორმულას ჟურნალისტ, ცირა ჟვანიას მოსამართლემ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა