დღეს, 8 მარტს, გენერალ გენო ადამიას დაბადების დღეა, ის 89 წლის გახდებიდა

დღეს, 8 მარტს, გენერალ გენო ადამიას დაბადების დღეა, ის 89 წლის გახდებიდა.

ადამია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაუღუპა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გენო ადამიამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ფორმირებასა და მის რიგებში მებრძოლების მოზიდვაში. იყო ამ ბრიგადის მეთაურის მოადგილე. 1992 წლის სექტემბრის ბოლოს დაინიშნა ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბებული მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურად და სოხუმის გარნიზონის უფროსად.
აფხაზეთის ომში მასთან ერთად მისი ორი შვილი – გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ.

გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

მისი ბოლო სიტყვები იყო: მე ჩემს სოხუმს უკანასკნელ წუთამდე არ დავმთმობ. 2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის რეჟიმი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რეპრესიასა და ტირანიაში. ამერიკა იმოქმედებს! – ჯო უილსონი
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – მშვიდობისკენ მოწოდება და ძალისხმევა რუსეთის მისამართით უნდა იყოს