დღეს, 4 მარტს, წიაღისეული რესურსების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოეწერება

უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში მწვავე კრიზისი, როგორც ჩანს, დაძლეულია.
დღეს, 4 მარტს, წიაღისეული რესურსების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას მოეწერება ხელი. ამის შესახებ Reuters-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი მონაცემებით, ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს სურს კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადოს შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც კიევის დროით დაახლოებით დილის 4 საათზე შედგება.

რას მოიცავს გარიგება, ბოლომდე არ არის ნათელი. იგი ითვალისწინებს შეერთებულ შტატებთან უკრაინული იშვიათი წიაღისეულის ერთობლივ მოპოვებას, ასევე ფონდის შექმნას, საიდანაც მომავალში უკრაინის აღდგენა დაფინანსდება.

ბევრი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ დოკუმენტი არის “სისულელე”, რომელიც ტრამპს მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისთვის სჭირდება.

banner
წინა სტატიაში“ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზეც, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს”- ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიარუსეთის არმიამ ოდესაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას შეუტია- ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩა