დღეს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსენება

დღეს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსენება. ახალი წლის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით.

ამასთან, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრები განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი გამონაკლისს წარმოადგენს.

ამ გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

banner
წინა სტატიაშიიემენის ქალაქ ადენის აეროპორტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
შემდეგი სტატიაცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას ელექტრონული ზედამხედველობა დაეწესა