დღეს, 21 ივნისს, წლის ყველაზე გრძელი დღეა

დღეს, 21 ივნისს, წლის ყველაზე გრძელი დღეა, რადგან ზაფხულის დასაწყისში მზე არის ცის ეკვატორიდან ყველაზე ჩრდილოეთით, ზაფხულის მზებუდობის წერტილში, შესაბამისად, 21  ივნისი, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე უგრძესი დღეა, სამხრეთ ნახევარსფეროზე კი – უგრძესი ღამე;

ამ დღეს მზე შუადღისას ზენიტში გადის ჩრდილოეთ ტროპიკზე, შუაღამისას ჰორიზონტს ეხება ჩრდილოეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული დღეა, მზე არ ჩადის), შუადღისას კი – სამხრეთ პოლარულ წრეზე (წრის შიგნით პოლარული ღამეა, მზე არ ამოდის). იმის გამო, რომ მზე ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უკიდურეს წერტილს აღწევს, შედეგად დღე 17 საათის განმავლობაში გრძელდება. 23 ივნისიდან დღე კლებას, ღამე კი მატებას დაიწყებს.

დღეს საქართველოში დღის ხანგრძლივობა 15სთ 12წთ იქნება.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადგილი, სადაც მზებუდობას აღნიშნავენ, ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პრეისტორიული მონუმენტი სტოუნჰენჯია. გავრცელებული თეორიის თანხმად მისი აგება სწორედ მზესა და მზებუდობის მოვლენას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის საელჩო რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩინური მხარე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი
შემდეგი სტატიასომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა