დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია “სირცხვილია” გაიმართება

დღეს, საღამოს 7 საათზე, პარლამენტთან აქცია “სირცხვილია” გაიმართება.

აქტივისტები და მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად წარდგენას აპროტესტებენ.

“პროტესტის 76-ე დღე!

დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია, გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა.

საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას.

ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური ლეგიტიმაცია მაინც აქვთ.

გავრილოვის 19 პატიმარი უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

გამოდი გარეთ, გამოხატე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე.

19:00-ზე, რუსთაველის გამზირზე – ქვეყნის სამსახურში!”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები 75 დღის განმავლობაში გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვნდნენ. დღეს, ცნობილი გახდა რომ გახარია პრემიერმინისტრი გახდება, რასაც აქციის ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით ისინი ფართომასშტაბიანი აქციებით უპასუხებენ.

banner
წინა სტატიაშიოკუპაციის თემით მანიპულირება და სხვა – რა არის სირცხვილი მამუკა მდინარაძის აზრით
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენა საზოგადოებისთვის სილის გაწვნა და პოლიტიკური ომის გამოცხადებაა