დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დაკრძალავენ

დღეს, 12 ოქტომბერს, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დაკრძალავენ. გარდაცვლილები ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში არიან გადასვენებული, სადაც გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

შემთხვევის ადგილზე მეოთხე დღეა აღმართულია “გლოვის კედელი”, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამ ფორმით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ბათუმში კორპუსის სადარბაზო, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია. კიდევ ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

banner
წინა სტატიაშინონა მამულაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ბრიუსელში – ევროპარლამენტარებთან მართავს
შემდეგი სტატიასარიუშ ვოლსკი: ბრალდებები მის წინააღმდეგ შეთითხნილია, მას არაკანონიერად აჩერებენ ციხეში