,,დღეის მდგომარეობით საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია”-გაერთიანებულო ოპოზიცია

region
: region თებერვალი 9, 2019 13:23

,,დღეის მდგომარეობით საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია”-გაერთიანებულო ოპოზიცია

დღეის მდგომარეობით საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია. გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ განათლების სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციისკენ და შესაბამისად ამ პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა.

„2011-2012 წლებში, ჩვენ გვყავდა 4 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. მაშინ ეს სერიოზულ პრობლემად მიგვაჩნდა და ვმუშაობდით სხვადასხვა მეთოდებით პრობლემის გადაჭრაზე.

დღეს, განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 54 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი გვყავს.

აქედან 17 ათასი ოფიციალურად აფიქსირებს, რომ სტატუსი გადახდისუუნარობის გამო შეუჩერდა. აღსანიშნავია, რომ სტუდენტს შეუძლია როგორც დააფიქსიროს, ასევე უარი თქვას მიზეზის განმარტებაზე თუ რის გამო უჩერდება სტატუსი.

ის, რომ 2011-2012 წლებთან შედარებით ამხელა მატებაა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვთან დაკავშირებით, კომპლექსური პრობლემაა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემას უკავშირდება. ისეთს როგორიცაა, სხვადასხვა პროდუქციებზე ფასების მატება, უმუშევრობა და ა.შ. სწორედ ამიტომ, ოჯახებს არ აქვთ საშუალება ფული შვილების განათლებაში გადაიხადონ.

განათლების სამინისტროს ჩვენ ვთავაზობთ:

1. შეწყვიტოს ფულის ხარჯვა თავის თავზე. უნდა მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსები მიემართოს იმ პირებზე, რომელთაც ეს სჭირდებათ.
2. მუშაობა უნივერსიტეტებთან, რომ თვითონ უმაღლეს სასწავლებელში შეიქმნას სოციალური დახმარების ფონდი. რაც საშუალებას იძლევა დაეხმარონ სტუდენტებს. მაგალითად თსუ-სს და სტუ-ს ბიუჯეტი 100 მილიონია. ეს ის ფულია, რომელიც საშუალებას იძლევა გარდა კარგი ხელფასების გაცემისა, სოციალური პროგრამებიც განხორციელდეს. ამის პრეცედენტი 2011-12 წლებში იყო.
3. შეღავათიანი სესხები, რათა სტუდენტებმა შეძლონ სესხის აღება და განათლების დაფინანსება.”-აცხადებენ ოპოზიციაში

region
: region თებერვალი 9, 2019 13:23

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


22,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics