დღეის მდგომარეობით არამედ არანაირი შესაძლო მტკიცებულება საქმეში არ გვაქვს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ხადას ხეობაში მომხადრი მკვლელობის საქმიდან იარაღი ამოღებულია, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ დანაშაული მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, მწყემა მალხაზ კობაურმა ჩაიდინა.

მისი თქმით, საქმეში არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მალხაზ კობაური ხადას ხეობაში მომხადრი მკვლელობის გამო პატიმრობაში უნდა დარჩეს. “დღეის მდგომარეობით არათუ პტიმრობის ძალაში დატოვების საკითხი, არამედ არანაირი შესაძლო მტკიცებულება საქმეში არ გვაქვს, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია მალხაზ კობაურის მხრიდან. ეს დამტკიცდა იგივე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მათ შორის, ეს ეხება იგივე ლორა სმიტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ასევე რაიან მაიკ სმიტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. იარაღის არსებობას თვითონ მალხაზ კობაურიც არ უარყოფს. ირაღი ამოღებულია და ეს მანამდე იყო ამოღებული, თუმცა ეს არ მიუთითებს იმას, რომ მკვლელობა მის მიერ განხორციელდა. ამაზე არც ერთი მტკიცეულება არ არსებობს”, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში, პირველივე ტურში 53%-ით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით