“დღეიდან, ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი”

დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, – ეს განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ინაუგურაციის ღონისძიებაზე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის დაიცავს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იქნება კანონის უზენაესობის გარანტი, იზრუნებ იმისათვის, რომ გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება და აამაღლოს პოლიტიკური კულტურა.

„პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა. ისიც ვიცი, სხვადასხვა პარტიას აქვს განსხვავებული პოზიცია თუნდაც ჩემს პრეზიდენტად აღიარებასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი, საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია, ამ პასუხისმგებლობაზე და ცნობიერებაზე დგას ქართული სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი, ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა. საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს, თავისუფალ მედიასა და არასამთავრობო სექტორს. დღეს, როდესაც გავხდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით პრეზიდენტის თანამდებობის გადაბარება მშვიდობიანი და ცივილიზებული ფორმით. ამით კიდევ ერთი დემოკრატიული ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება, ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი
შემდეგი სტატიადღეიდან პრემიერს ენიჭება უფლებამოსილება, თავად გამოვიდეს საკუთარი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ინიციატივით