დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ბათუმშიც ივლიან

დღეიდან, პირველი სექტემბრიდან მოქალაქეებს ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში ბათუმშიც აცრიან. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც აცრას რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ.

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “ფაიზერისა” და “სინოვაკის” ვაქცინით აცრიან.

მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

იმუნიზაციის პროცესი დღეს, 12:00 საათიდან ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” ე.წ. “ხოფის” ბაზრობის და ე.წ. “ოცნების ქალაქის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიდასაქმებულები გაათავისუფლეს შსს-დან, სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან… – ომბუდსმენი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებზე
შემდეგი სტატიაკუჭავა – ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე არ ემუქრება