დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ

დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო სხდომაზე – ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან განახლდება ბაღების ფუნქციონირება.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.

“ეს ყველაფერი განპირობებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ჩვენივე პატარების უსაფრთხოებისთვის, ასევე ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის იქნა გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ საკვები პროდუქტების დარიგების პროექტს, რომელიც უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ჯერჯერობით უცნობია, ჩვენ დამოკიდებული ვართ ეპიდვითარებაზე,” – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

banner
წინა სტატიაშირაჭაში გარკვეული დროის ინტერვალით, მიწისძვრა სამჯერ დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ონლაინშეხვედრა გამართა