დღეიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სამართლებრივ კონსულტაციას უფასოდ მიიღებს

ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების საკონსულტაციო 24-ე ცენტრი სენაკში გაიხსნა. დღეიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ეძლევა უფასოდ მიიღოს კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ისეთ სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალურად დაუცველთა და დევნილთა უფლებები; საბანკო ურთიერთობები; მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია; მემკვიდრეობა; შრომითი დავები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა და სხვა აქტუალური საკითხები.
ცენტრი სამუშაო ოფისით მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო და ის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის შენობაში განთავსდება.
იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, საკუთრების რეგისტრაციასთნ დაკავშირებული საკითხები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია
შემდეგი სტატიაზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდელებს მიმართვას