დღეიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნა – City Mall-ში რობოტი პეპერი მუშაობს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში დიდი სავაჭრო მოლები რეგულაციების დაცვის მოთხოვნით გაიხსნა.

ობიექტებმა მუშაობა 2 იანვრის ჩათვლით განაახლეს.​ მათ მომხმარებლების მიღება 07:00-დან 19:00 საათამდე შეუძლიათ.

City Mall-ის მომხმარებლებს ადგილზე ჰუმანოიდი რობოტი პეპერი დახვდებათ. პეპერი მოქალაქეებს ტემპერატურას გაუზომავს, სიმპტომებს შეუმოწმებს, ვირუსის პრევენციის შესახებ ზოგად რეკომენდაციებს გააცნობს და ინფორმაციას მიაწვდის City Mall-ის სერვისების შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტის პანდემიის მართვის პროცესში ჩართვა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში დააანონსა. ტიკარაძის თქმით, “რობოტი პეპერი კორონავირუსის დამარცხებაში დაგვეხმარება”.

banner
წინა სტატიაშისოფელ კაბალში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული 16 წლის გოგო იპოვეს
შემდეგი სტატიათიბისის და Visa-ს ერთობლივი აქცია ბიზნესის მხარდასაჭერად