დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +13, +18° – მდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება.
უამინდობა შენარჩუნდება 17 აპრილს ღამის საათებშიც, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

17 პრილს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 18 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას მერიასთან აპროტესტებენ
შემდეგი სტატიათსუ-ს მე-6 კორპუსთან გამართულ აქციაზე ვლადიმერ პაპავა მივიდა