დღეიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება

დღეიდან საქართველოს 7 დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება. ყველა ის პირი ვინც თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში, საღამოს 10-დან დილის 5 საათამდე ქუჩაში გავა კანონმდებლობით გათვალისწინებული 2000 ლარით დაჯარიმდება. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

ამავე ქალაქებში დროებით ჩერდება სააღმზრდელო პროცესი კერძო და საჯარო ბაგა-ბაღებში. ასევე დღეიდან მგზავრთა რაოდენობა შემცირდება მუნიციპალურ ტრანსპორტში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მორიგი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და საჯარო ბაღები დაიხურება
შემდეგი სტატიაDRI: წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი