დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება

21 ოქტომბრის არჩევნებისთვის დღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვადაიწყება. ამასთან დაკავშირებით ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღესსაინფორმაციო ბრიფინგი გამართა. ანა მიქელაძის განცხადებით, ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი რამდენიმედღე გაგრძელდება და მას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთანერთად, დააკვირდება 2 საერთაშორისო და 6 ადგილობრივი სადამკვირვებლოორგანიზაციის 20 დამკვირვებელი.„საერთო ჯამში, თბილისის 9 სტამბაში დაიბეჭდება 9 546 450 ბიულეტენი.საარჩევნო ადმინისტრაციამ სტამბების შერჩევის პროცესში სხვაკრიტერიუმებთან ერთად ასევე გაითვალისწინა ისეთი მნიშვნელოვანიკრიტერიუმები, როგორიცაა ერთეულის კონკურენტუნარიანი ღირებულება,საბეჭდი დანადგარის ხარისხი და სტამბების დაცულობა. აღსანიშნავია, რომყველა შერჩეული სტამბა აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით“,-განაცხადა ანა მიქელაძემ. 21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში გადაეცემა 3 სახისბიულეტენი: • ერთი – ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციულიარჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად • მეორე – ვარდისფერი ბიულეტენი – საკრებულოს მაჟორიტარი წევრისასარჩევად • მესამე – ღია მწვანე ფერის ბიულეტენი – თვითმმართველი ქალაქის ანთვითმმართველი თემის მერის ასარჩევად. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვისმიზნით, თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანმიმდევრობითდაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულსაარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების ასარჩევად 1088მაჟორიტარული განსხვავებული სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. ასევე, 64 სახისსხვადასხვა პროპორციული სიის და თვითმმართველი ქალაქისა და თემისმერის არჩევნებისათვის 64 განსხვავებული სახის ბიულეტენი.მის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131,


„აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობებისენებზე: ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე. ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე ბიულეტენები მიეწოდება 208 საარჩევნო უბანს, ხოლოქართულ-სომხურ ენებზე – 133 საარჩევნო უბანს. ასევე, ოთხი საარჩევნოუბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენებზე)“,-განაცხადა ცესკოს სპიკერმა.მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონით განსაზღვრულვადებში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა), საოლქო საარჩევნოკომისიებს გადასცემს ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნოკომისიები კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უზრუნველყოფენბიულეტენების მიწოდებას საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის.შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდება როგორცამომრჩეველთა სამაგიდო (ფოტოსურათიანი), ისე სიის საჯარო (კედლის)ვერსია და ამომრჩეველთა ბარათები.საბოლოო მონაცემებით, ამ არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაშისაერთო ჯამში რეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი.

banner
წინა სტატიაშივის დარჩება ჯავახიშვილის უნივერსიტეტი – შარვაშიძე VS დარჩია
შემდეგი სტატიაკიბოს შესახებ ათასობით სამეცნიერო ნაშრომში კრიტიკული შეცდომებია დაშვებული