დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობაზე სანქციები მკაცრდება, ხოლო მოქალაქეებს, რომლებიც კანონს არ დაემორჩილებიან, საჯარიმო სანქციები დაეკისრებათ. სპეციალურმა სამსახურებმა ცენტრალური ბაზრისა და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორია უკვე დაასუფთავეს, აღებულია გარემოვაჭრეთა დახლები.ქუთაისი მერია გარემოვაჭრეებს ბაზარში შესვლას სთავაზობს. სანაცვლოდ კი ისინი 3 თვის განმავლობაში მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.