დღეიდან პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმებულია

ახალი კონსტიტუციით, ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმებას დაექვემდებარა. ეროვნული უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება შეიქმნას.

ამასთან, ახალი რედაქციის კონსტიტუციით, პრეზიდენტს საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეეძლება. გარდა ამისა, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს დეკრეტების გამოცემაში სახელმწიფოს მეთაურის ექსკლუზიური უფლებამოსილება, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეიცვალა.

ასევე ახალი კონსტიტუციით, გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ პრემიერ-მინისტრი მიიღებს და ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ დამტკიცების საჭიროებას აღარ დაექვემდებარება.

პრეზიდენტი თანამდებობაზე თავდაცვის ძალების მეთაურს მთავრობის წარდგინებით დანიშნავს.

2017 წელს განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში შევიდა, ახალი კონსტიტუციური მოდელი უხვად არის გაჯერებული საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშან-თვისებებით, თუმცა ამ მოდელს კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან საყოველთაო, პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური განასხვავებს. მომდევნო პრეზიდენტის არჩევა კი სწორედ არაპირდაპირი წესით მოხდება.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ინაუგურაციას არ დაესწრო
შემდეგი სტატიაკონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით