დღეიდან პრემიერს ენიჭება უფლებამოსილება, თავად გამოვიდეს საკუთარი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ინიციატივით

პრემიერ-მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, თავად გამოვიდეს საკუთარი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების ინიციატივით.

ახალი კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დასვას.

თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა, დაითხოვს პარლამენტს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

ამასთან, პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი რედაქციის კონსტიტუცია შევიდა. კონსტიტუციური რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

banner
წინა სტატიაში“დღეიდან, ვიღებ პასუხისმგებლობას ვიყო ყველას პრეზიდენტი”
შემდეგი სტატია„საბანაძემ ორჯერ მითხრა გზას გავხსნითო და ორივეჯერ მოიტყუა“ – გიორგი ვაშაძე