დღეიდან მიმოქცევაში ახალი 5-ლარიანი შევიდა

დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები ჩაეშვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული 5-ლარიანი მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ხოლო ბანკნოტის უკანა მხარეს/რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”. ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან.

ინფორმაციას ეკონომიკური პორტალი bpn ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდაზე ხანძრის შედეგად დამწვარ 2 ჰექტარ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ოქტომბრიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება