დღეიდან მიმოქცევაში 100 ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა

პირველი ნოემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეროვნული ბანკის ცნობით, 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით.

100 ლარის ნომინალის ბანკნოტები 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებთან ერთად განახლდა. შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან.

1477984281340347

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: ვულოცავ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობას და ოპოზიციას ბოლომდე გაბანძებას
შემდეგი სტატიადუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტი მზად არის, საქართველოსთან პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა აღადგინოს