“დღეიდან გადავდივარ სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე… სანამ პირში სული მიდგას მანამ ვიბრძოლებ…”

დღეს დავრწმუნდი საბოლოოდ რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი მოშორება- ამის შესახებ მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. სტრასბურგში ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით, სარალიძე წერს, რომ სუს-მა ის, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორისტებად გამოაცხადა. სარალიძე სათადარიგო გეგმაზე გადასვლას გეგმავს:

“ეხლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე,მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით.

როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილიზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ,რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვ მიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.

ვინაიდან ჩვენ,მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით,მე და ქალბატონი ელისო,ესე იგი ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეები ან კიდევ სხვა რამ.

ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც.

მალხაზ მაჩალიკაშვილი,ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ.

დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე.

ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1 დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ.სანამ პირში სული მიდგას მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის.

ბატონო გომელაურო ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე.” წერს ზაზა სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიქართული სპეცსამსახურების სკანდალი და მაჩალიკაშვილ-სარალიძის ჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში – პაატა აბჟანდაძის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება – მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების და ვიცე-პრემიერის ვიზიტი საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა