დღეიდან ერთი თვე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება

26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება.

მისივე თქმით, პირაობის მოწმობების უფასოდ მიღება შესაძლებელი იქნება 17 წლის ასაკიდან. ამისათვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლის მონაცემთა დაზუსტებას.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დასვენების დღის მიუხედავად სამსახურები, სადაც პირადობის მოწმობები გაიცემა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

banner
წინა სტატიაშიწმინდა სინოდის სხდომის ოქმი – რა საკითხების განხილვა მოხდა საპატრიარქოში
შემდეგი სტატიალევილის შატოს და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალი