დღეიდან ძალაში შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულება “შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ”

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ”, რომელის საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

შეწყალების უფლების გამოყენებისას მიზანშეწონილია გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი გარემოებები:

ა) დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, ოჯახური და ეკონომიკური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ნასამართლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის; წარსულში მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემა; ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი ან შეურიგდეს დაზარალებულს; დაზარალებულის მოსაზრება; მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერება და მონანიება;

ბ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება; მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა; ოჯახური დანაშაული, ოჯახში ძალადობა, აგრეთვე, დანაშაული ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ბავშვის ან სხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ;

გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიმართ, დაკავშირებული მათ მიერ სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

დ) დანაშაული ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ, რომელიც სასჯელს იხდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 ან მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე – http://tiny.cc/riywgz

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე-კარასინის შეხვედრა 5-თვიანი პაუზის შემდეგ – აბაშიძე მთავარ საკითხად ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას დააყენებს
შემდეგი სტატიასაქართველო დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს