” დღეიდან ბიზნესს შეეძლება თანამშრომლები კორონავირუსზე უფასოდ გატესტოს”

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, დღეიდან, 22 იანვრიდან ბიზნესს საშუალება ექნება სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდეს და 1-ლ მარტამდე სახელმწიფო დაფინანსებით, მისი თანამშრომლები უფასოდ გატესტოს.

“უკვე დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების პროგრამის ფარგლებში 1 მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს მისი თანამშრომლები. ეს მიდგომა ჩვენ საშუალებას მოგვცემს ბიზნესმა დაიცვას მისი თანამშრომელი და მომხმარებელი და ზოგადად, ქვეყანას აგვაცილოს ვირუსის უკონტროლო გავრცელება,”- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტესტირებებთან დაკავშირებით ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიგფინგზე ისაუბრა.

მან ასევე აღნისნა, რომ შრომის ინსპექციამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობით, დარგისთვის ტესტირების პროტოკოლი შეიმუშავა.

კერძოდ, ცქიტიშვილის თქმით, დადგინდა მოთხოვნები თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობების და პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით:

“ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან 2 კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. კვების ობიექტებთან ეს მოთხოვნა არის 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 50 %-ის ტესტირება. ბუნებრივია სკოლების გახსნასთან ერთად პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას 2 კვირაში ერთხელ”,-თქვა ცქიტიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები