დღეიდან არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლებაა შესაძლებელი

დღეიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობები.

banner
წინა სტატიაშიბელგოროდის რეგიონიდან 400-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიასაარჩევნო უბნებთან დაგეგმილი აქციების მონაწილეებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება – რუსეთი