დგება პროექტი, რომ PCR კვლევები ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს – გამყრელძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებთ, დგება პროექტი, რომ მომავალში ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს PCR კვლევა. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე გაფართოებული კვლევა მიმდიონარეობს, რადგან აქ გადაიკვეთა გარდაბნის და სხვა კლასტერების შემთხვევები. მისი თქმით, 3 დღის განმავლობაში ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებიდან 1 415 ტესტია აღებული, საიდანაც 5 კოვიდინფიცირებული უკვე გამოვლენილია, 6-ზე კი განმეორებით, ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. დამატებით, ამ ნაწილიდან 500 ნიმუშზე პასუხს დღეს, 27 ივლისს ელოდებიან.

ეს ორი წერტილი – ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ უფრო მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება იქნეს ბაზრობებზე. გამკაცრებულია ყველა ბაზრობაზე თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ყველაზე დიდ, ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს PCR კვლევები, ვფიქრობთ, ახლა დგება პროექტი, რომ ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, უკან დაბრუნებისას კი ვალდებულნი იქნებიან კარანტინი გაიარონ
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : ბოლო ერთ კვირაში საქართველოში ვირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, 20-26 ივლისის ფარგლებში 98 ფაქტია დადასტურებული