8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

დევნის მეთოდები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ

პირადი ცხოვრების თვალთვალი, უკანონო მიყურადებით მოპოვებული კომპრომატები,
სამსახურიდან უკანონო გათავისულებული კადრები, უკანონო პატიმრობა და მრავალწიანი
სასჯელი ჩაუდენელი დანაშაულისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა
პოლიტიკურ ოპონენტებს, ოპოზიციურად განწყობილ ხალხს და საპტროტესტო აქციებში
ჩართულ მოქალაქეებს – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ დანაშაულებების, რომლებსაც
საქართველოს ხელისუფლება კანონის სახელით ყოველდღე სჩადის, ამას კი შინაგანს აქმეთა
სამინისტროს, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სასამართლოს
ხელით აკეთებს. ამ უწებებში დანაშაულებების ჩამდენმა თანამშრომლებმა რეკორდულ
ნიშნულს მიაღწიეს.

საქართველოს ისტორიაში პირველად 11 000-ზე მეტი პატიმარი და ათობით ათასი აღძრული
სისხლის სამართლის საქმეა, მათ შორის უმეტესობა პოლიტიზირებულია და პოლიტიკური
გადაწყვეტილებებიც არ აყოვნებს.

ადამიანები ფუნდამენტურ უფლებებს ვერსად იცავენ, რადგან როცა პოლიცია ძალადობს, სად დარეკონ, ვის მიმართონ, როცა მათი უფლებები
უხეშად ირღვევა?! ამ რიტორიკულ კითხვას პასუხი მოკლე და კონკრეტული აქვს: ვერსად!
საინფორმაციო სააგენტო timer.ge ზოგიერი ადამიანის სახელს და გვარს განგებ არ ასახელებს, რადგან მათზე უკანონოდ გავრცელებული ინფორმაცია უკანონო და მეტად სენსიტიურია, მაგალითად: ოპოზიცურად განწყობილი პედაგოგის საქმე, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური სცენები სოციალური ქსელებით გაუვრცელეს… ასევე, ჩვენი ყურადღების ქვეშ მოექცნენ ნატა ნავერიანი და თამარ ჯაფარიძე, რომელბიც უკანონოდ
სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ ეს ამბავი სამსახურის – მესტიის მერიის ყარაულისგან
გაიგეს, რომელმაც ერთ დღესაც სამსახურში მისული ქალბატონები უბრალოდ შენობაში
აღარ შეუშვა… მანამდე ისინი იღებდნენ მუქარებს, წერენ მესიჯებს, სადაც ციტირებენ ამ
ქალბატონების ნათქვამ ფრაზებს მოქმედი მთავრობის წევრების მიმართ, რაც მათ უკანონო
მიყურადებაზე მეტყველებს.

საინფორმაციო სააგენტო timer.ge ნატა ნავერიანს ესაუბრა:

„ყველაფერი დაიწყო სამსახურში, როცა საქართველოს პრემიერმა კონსტიტუცია დაარღვია
და ანტიკოსნტიტუციური განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების
შეწყვეტის შესახებ გააჟღერა. მეც და ჩემი თანამშრომელი თამარ ჯაფარიძეც აღნიშნულით
ისევე აღვშფოთდით, როგორც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე. ერთმანეთს ტელეფონით
ვესაუბრეთ აღნიშნულზე, მე ვუთხარი თამარს, რომ „ქართული ოცნება“ ღირსი იყო გაგვეყარა
მთავრობიდან, თამარიც დამეთანხმა. ამ საუბრის შემდეგ დაიწყო ჩვენი დევნა მესტიის
მერიაში, ჩვენს სამსახურში. ისე გვექცეოდნენ თითქოს ჩვენ საჯარო მოხელეები კი არა,
კონკრეტული პარტიის „ქართული ოცნების“ თანამშრომლები ვიყავით.


– რაში გამოიხატებოდა დევნა?

გვავალებდნენ უკანონო დავალებებს, კერძოდ: ოპოზიციონერი მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთების გადაცემის რეკომენდაციას კონკრეტული პირებისთვის, ცხადია, ვიქტორ ჯაფარიძის ახლობლებისთვის. ამაზე არც მე და არც თამარი არ დავთანხმდით. უნდოდათ ჩვენს დასასჯელად კომპრომატები მოეგროვებინათ…
გარდა ამისა, მესიჯები მივიღეთ უცნობი ნომრიდან მეც და თამარმაც, ჩვენი საუბრის
ციტირებას ახდენდა ვიღაც, მივხვდით, რომ გვისმენენ, ცხადია, უკანონოდ.

– როგორ გაგრძელდა თქვენი მუშაობა მერიაში?

– არცერთი თანამშრომელი აღარ გვესალმებოდა, შეგვიცვალეს ხელშეკრულებაც და
ხელფასი გაგვინახევრეს, მერე სახლთან დაგხვდნენ ჩემს ქმარს და სცემეს. პოლიცია
მეზობლებმა გამოიძახა და არ მოვიდა. ამით მივხვდით, რომ წინასწარ დაგეგმილი და
ორგანიზებული იყო ხელისუფლების მხრიდან.

– არსად სცადეთ თქვენი უფლებების დაცვა?

– ვფიქრობდი, რომ თბილისში ჩავსულიყავი და შევხვედროდი საქართველოს
მტავრობის აპარატის წარმომადგენელს, ასეც მოვიქეცი, თამარიც ჩემთან ერთად იყო,
მაგრამ არც კი მიგვიღეს. ამ ქვეყაში უკვე არასამთავრობო სექტორიც
განადგურებულია, ამდენად მივხვდით, რომ ვერაფერს გავხდებოდით.

– რატომ მაინც და მაინც თქვენ, როცა ასობით ათასი მოქალაქე საპროტესტო აქციებში
მონაწილეობდა?

– იმედია, ამ კითხვას სერიოზულად არ მისვამთ, ნეტავ მართლაც მხოლოდ მე და
თამარი ვიყოთ, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია პატიმრების რიცხვმა და მათ შორის
პოლიტპატიმარი რამდენია საზოგადოებამ კარგად იცის. პოლიტიკური ნიშნით
სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულთა რიცხვიც საკმაოდ მაღალია,
ფიზიკური ძალადობის მსხვერპებით სავსეა კლინიკები და ამხელა ფსიქოლოგიურ
წნეხს ვერ უძლებენ ადამიანები, რამხელაა სუიციდის რიცხვიც ჟურნალისტებმა
იცით… არ გახსენდებათ ის 19 წლის ბიჭი იმერეთიდან, რომელსაც სუს-ი აიძულებდა
პირადი ინფორმაციები მოეპოვებინა კონკრეტულ ადამიანებზე და ამის გამო თავი
მოიკლა?! ახლა არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია სვანეთში ცნობილ ოჯახზე –
ქარდავებზე, რომლებიც 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ გულმხურვალე
მხარდამჭერები იყვნენ და შვილების გამო გაანადგურეს ეს ოჯახი. ახალგაზრდა
ბიჭები ბექა და დავითი აქციებს ესწრებოდნენ, ხომ არაფერი დაუშავებიათ, ისინი ხომ
ჩვენი ქვეყნის მომავალს იცავდნენ?! ამ ბიჭებს ემუქრებოდნენ, ბექას შიშისგან, მის
მშობლებზე ზეწოლისგან, ფსიქოლოგიური წნეხისგან მენტალური ჯანმრთელობის
პრობლემები შეექმნა… ამ ახალგაზრდებმა ქვეყნის დატოვება მოასწრეს, მაგრამ ვინც
ვერც წავიდა ხომ სხედან უკანონდ ციხეებში თანაც მრავალი წლით?! უკეთეს
მდგომარეობაშია ყოფილი დეპუტატის თამარ ჩარკვიანის ოჯახი? მისი ქმარიც
სვანეთიდანაა და ის ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც გააკოტრა ხელსიუფლებამ. მის
უძარვ ქონებაში შესულ არენდატორებს სათითაოდ იბარებდა ფინანსური პოლიცია
და ატერორებდა, მათ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და გაკოტრების რეალურ რისკს ვერ
გაუძლეს, დაცალეს კომერციული ფართები და გაკოტრდა ბიზნესმენი გიგანი. მისი ვალი 2 მლნ ლარი აქვს სახელმწიფოს, რადგან სწორედ პოლიტიკური ნიშნით არ
აუნზაღაურეს გიგანის საავადმყოფოს გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები
და ეს ჯანდაცვის სამინისტროს ხელით მოხდა. რამდენი ასეთი შემიძლია
დაგისახელოთ და რამდენიც თავად იცით, ჟურნალისტებმა.

– რაში ხედავთ გამოსავალს?

– მხოლოდ დაუშლელ 24 საათიან აქციებში „ქართული ოცნების“ მთავრობის
ხელისუფლების წასვლამდე, მეტი სხვა გზა არ დარჩა. ახლა, რეჟიმი ისეთი ბოროტია,
როგორც არასდროს, სძულს ყველა ვინც აქტიური მოქალაქე და პროდასავლელია,
სახელისუფლებო სამიზნეა თითოეული ჩვენგანი, ან ჩვენ გავისუტმრებთ ამათ
ხელისუფლებიდან, ან ესენი გავისტუმრებენ ჩვენ ციხეებში, თანაც ახალი ციხეების
მშენებლობა დააანონსეს, რადგან ვერ გვატევენ..

ამ ათლწლეულების მანძილზე რაც აქტიურ ჟურნალისტიკაში ვარ, არაერთი მძიმე ინტერვიუ
ჩამიწერია, მაგრამ ნატა ნავერიანის შიშველი სიმართლე ნამდვილად შემზარავია, სიმართლეა
მისი თითოეული სიტყვა და ხვალინდელი დღე უთუოდ დღევანდელზე უფრო მძიმე იქნება
პატრიოტებისთვის, რომლებსაც თანამედროვე სამყარო პროდასავლელებს ეძახის. იმ
პატრიოტებისთვის, რომლებისთვისაც ოკუპანტი რუსეთი მისაღები არ არის და დამოუკიდებელი საქართველოს ქომაგია…

banner
წინა სტატიაშიუზენაეს სასამართლოსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება