დევნილთა სამინისტრო საზოგადოებას მიმართავს, რომ მათ თანამშრომელთა მხრიდან კორუფციული გარიგებების შეთავაზებას არ აყვნენ

დევნილთა და განსახლების სამინისტრო საზოგადოებას მიმართავს, რომ სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან კორუფციული გარიგებების შეთავაზებას არ აყვნენ და ასეთ შემთხვევებში სამართალდამცველებს მიმართონ.

ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს წერილში, რომელიც ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე თაღლითობის ფაქტზე სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული, ხოლო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით 4 თანამშრომელი, რომელთა საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება.

”მივმართავთ დევნილ მოსახლეობასა და საზოგადოებას, არ დაუჯეროთ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილდება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავდება. მოვუწოდებთ დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: კარგია, რომ ხელისუფლება არ გაჯიუტდა და ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაიწყო გამოძიება
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჩვენი ვალდებულებაა