დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი აშენდება

საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240-მდე კერძო სახლი და რვა ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საგრანტო პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობით, ერთობლივად შემუშავდა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით, საქართველოში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლამდელი აღზრდის ორ დაწესებულებას; დევნილებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ასევე დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები. მამუკა ბახტაძემ გერმანიის მთავრობას გრანტის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „ვფიქრობ, ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირია, რათა მომავალ წლებში, მიღებული გამოცდილებით ჩვენი აქტივობები გავაფართოვოთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროგრამა წარმატებით დასრულდება და მიღებული გამოცდილება იქნება საფუძველი, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამები ერთ-ერთი წამყვანი პრიორიტეტი იყოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატიაTBC ბანკის საქმე – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ