დევნილები გორში ბინების გადაცემის კანონიერებას აპროტესტებენ

გორში დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრის ბინების უსამართლოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ სიაში იყვნენ, თუმცა საცხოვრებელი ფართით ვერ დაკმაყოფილდნენ. დევნილები გორის გამგეობის შენობაში იმყოფებიან.

შენობასთან დაცვის პოლიციაა მობილიზებული. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია დღეს საჩივრებს განიხილავს. გორში დევნილებისთვის გადასაცემი ბინების სიები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. იან.

კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან დევნილებს.

banner
წინა სტატიაშილელა ჩიქოვანმა SNGP-ის მრჩევლები დააჯილდოვა
შემდეგი სტატია,,მამაცობდენ, ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მაგრა გაიქაჩებოდა და შეიგინებოდა და რეალურად მისდევდენ ერთ კაცს”