დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლეს

ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.
ენგურის ტურის დასრულების შემდგომ ახალგაზრდებს დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ექსკურსია მუზეუმში, დედოფლისეულ სასახლეში დაათვალიერეს დადიანების მემორიალური გამოფენა და გაეცნენ მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნამუშევრებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა გოგოლი საქართველოში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: გოგაშვილის სახელს უკავშირდება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, რომელიც მისი ბრძანებით დახვრიტეს, ასევე, მამა გიორგისა და ბორჯომის ინციდენტის საქმეები