დევნა პოლიტიკური ნიშნით

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

ლეიბორისტული პარტიის პრესცენტრი კვლავაც ავრცელებს ინფორმაციას პოლიტიკური დევნის შესახებ. ეს უკვე არაერთი შემთხვევაა ამ პარტიის მხრიდან აღნიშნული ტიპის დევნის შესახებ გამოცხადება. გასულ წელს და აგრეთვე წინა წლებშიც ჩვენ გვახსოვს რომ არაერთხელ მოხდა როდესაც ამ პარტიის წევრები თუ სხვაგვარად დაკავშირებული პირები იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ პოლიტიკური დევნის გამო და ამის შესახებ პარტიამ არაერთხელ განაცხადა.
პარტიის განცხადებით ამჯერად საქმე ეხება იმ ბიზნესმენებს რომლებიც პარტიას აფინანსებენ. ხელსუფლება დევნის კონკრეტულად იმ მეწარმეებს რომლებიც შემოწირულობებს აკეთებენ პარტიის სასარგებლოდ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება რათა ამით დაასუსტონ პარტია. როგორც ლეიბორისტები აცხადებენ ბიზნესმენების ასეთი დევნა დაიწყო რამდენიმე წლის წინ და იგი კვლავაც გრძელდება.
ლეიბორისტების განცხადებით ამჯერად საქმე ეხება ბიზნესმენ გაიოზ მახარაშვილს რომელიც ლეიბორისტულ პარტიას აფინანსებდა. მახარაშვილს ღვინის წარმოება აქვს კახეთის რეგიონში, რომელიც თავისი კომპანიის პროდუქციას საზღვარგარეთაც ყიდის ექსპორტზე, მათ შორის დიდი წილი მოდის რუსეთზე. აღნიშნულ ბიზნესმენს ხელისუფლებამ პროკურატურის მეშვეობით შესთავაზა გარიგება ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ. ეს გარიგება გულისხმობდა რომ მახარაშვილს უნდა ეთქვა რომ იგი თითქოს ფინანსური ოპერაციების გზით ფულს იღებდა რუსეთის მთავრობიდან და შემდეგ ამ ფულით აფინანსებდა ლეიბორისტულ პარტიას. ამ ფინანსური ოპერაციების სქემა თვითონ პროკურატურის მიერ იყო მოფიქრებული და შეთავაზებული. კერძოდ ეს სქემა გულისხმობდა შემდეგ ოპერაციებს: თითქოს რუსეთის მთავრობა ფულს აძლევდა რუსულ სადისტრიბუციო კომპანიას რომელიც შემდეგ მახარაშვილის კომპანიიდან ყიდულობდა ღვინოს, ხოლო გადახდის დროს იხდიდა არა მხოლოდ ღვინის ღირებულებას არამედ ზედ ამატებდა იმ ფულს რომელიც რუსეთის მთავრობიდან ქონდა მიღებული და ასე აფინანსებდა ლეიბორისტულ პარტიას.

ასეთი ბინძური სქემის დაბრალებით ხელისუფლება ცდილობდა ლეიბორისტული პარტიის წარმოჩენას მოსახლეობის თვალში ისე თითქოს იგი ფინანსდებოდა მტრული სახელმწიფოს მიერ და ემსახურებოდა ქვეყნის მტრის ინტერესებს. მახარაშვილს ხელისუფლებამ შესთავაზა რომ თუ ამ გარიგებაზე წავიდოდა მას მისცემდნენ თავისუფლად მუშაობის უფლებას თუ არა და იგი დაკარგავდა ბიზნესს და შესაძლოა თავისუფლებასაც. მახარაშვილმა მიუხედავად დიდი ზეწოლისა ვარი განაცხადა ამ ბინძურ გარიგებაში თანამშომლობაზე და სწორედ ამის შედეგ დაიწყო მისი დევნა. მახარაშვილს საბოლოოდ დაუყადაღეს ბიზნესი, მასზე ახდენდნენ ფიზიკურ ზეწოლასაც კი და საბოლოოდ იგი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო და მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში.
ლეიბორისტული პარტია აცხადებს რომ ასეთი ტიპის ზეწოლა იმ ბიზნესმენებზე რომლებიც პარტიას აფინანსებენ ერთეული არ არის და სხვა პირებზეც განხორციელდა. ზუსტად ანალოგიური შემთხვევა იყო ბიზნესმენ ედუარდ კვარაცხელიას შემთხვევა, რომელსაც აგრეთვე წარმოება ქონდა და თავისი პროდუქცია საზღვარგარეთ გაქონდა გასაყიდად, მათ შორის რუსეთში. კვარაცხელიასაც აგრეთვე ხელისუფლება თხოვდა ცრუ ჩვენება მიეცა ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ზუსტად ისეთივე სცენარით როგორც მახარაშვილს. ბიზნესმენ კვარაცხელიასაც სთხოვდნენ რომ „ეღიარებინა“ თითქოს რუსული სავაჭრო (Merchant) კომპანიიდან მიღებული ფული არ იყო მხოლოდ რეალიზაციიდან მიღებული თანხა არამედ თითქოს ამ თახაში შედიოდა რუსეთის სახელმწიფოდან მიღებული ფული, რომელსაც ჯერ ეს სავაჭრო კომპანია იღებდა რუსეთის მთავრობიდან და მერე უხდიდა კვარაცხელიას კომპანიას საქართველოში. ხოლო კვარაცხელია ამ ფულით ლეიბორისტებს აფინანსებდა. ასე თეთრდებოდა რუსული დაფინანსების წყარო ქართული ოპოზიციური პარტიისთვის.
თაიმერი ესაუბრა პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით და ორივე შეთხვევაში მახარაშვილის და კვარაცხელიას საქმეებზე პროკურატურა აცხადებს რომ არავითარი გარიგება ამ ბიზნესმენების მიმართ არ ყოფილა და ეს მოგონილი ჭორია, ან ცრუ ბრალდება პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით. პროკურატურის განხადებით ამ ბიზნესმენებს საგადასახადო დავალიანებები ქონდათ და მათი ბიზნესის ქონება დაყადაღებული იქნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ხოლო პროკურატურა შემდგომში ჩარეულ იქნა როგორც ზედამხედველობითი ორგანო (ვინაიდან პროკურატურას აქვს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი).
თაიმერი აგრეთვე ესაუბრა მახარაშვილის და კვარაცხელიას ადვოკატებს რომლებიც აცხადებენ რომ პროკურატურის საჯარო ვერსია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან თუ პროკურატურა გამოძიების საქმეში ჩარეულია როგორც ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობითი ორგანო და სხვა კავშირი ამ საქმესთან არა აქვს, მაშინ ჯერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უნდა შესულიყო ამ კომპანიებში და დაეყადაღებინა ქონება (დარღვევის შემთხვევაში) და შემდეგ ჩარეულიყო პროკურატურა, ხოლო აქ პირიქით მოხდა: ჯერ პროკურატურამ დაიბარა ბიზნესმენები და დაიწყო ზეწოლა, ხოლო როდესაც გარიგებაზე ვერ დაიყოლია მერე შევიდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ლეიბორისტული პარტია აცხადებს რომ ეს არის კლასიკური მაგალითი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის დევნისა. პარტიამ თავისი აქტივობით და ზოგადად, საზოგადოებამ ვერ მოახერხა შეეჩერებინა ხელისუფლება კვარაცხელიას შემთხვევაში, და ზუსტად იგივე განმეორდა მეორედ, მახარაშვილის შემთხვევაში. ხოლო ეს პრეცენდენტები უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს. ლეიბორისტების განცახდებით უამრავმა პარტიის წევრმა მიიღო დასავლეთში პოლიტიკური თავშესაფარი, ხოლო ამ რიცხვებს დაემატა ის ბიზნესმენებიც რომლებიც პარტიას აფინანსებენ. მახარაშვილმა უკვე მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირიდან, ხოლო კვარაცხელია დასავლეთის მეგობარ სახელმწიფოში იმყოფება აგრეთვე თავშესაფრის სტატუსით. თუმცა საქმის წარმოებები მათ საქმეებზე საქართველოში კვლავაც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთში მოსახლეობამ დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმები გააპროტესტა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს