დევიდ მარია სასოლი-ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ მარია სასოლი ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

დევიდ მარია სასოლის თქმით, ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან. თქვენი ქვეყნები წარმოადგენენ ევროპის, ჩვენი საერთო ისტორიის და საზიარო მომავლის არსებით ნაწილს. ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან თქვენი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“,- წერს დევიდ მარია სასოლი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

წინა სტატიაშიდენის შმიგალი – ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას
შემდეგი სტატიანატალია გავრილიცა-იმედი გვაქვს, ევროკავშირსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს