დევიდ მაკკალისტერი – მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, მთავრობას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს, რომ იმუშაონ ერთად 12 რეკომენდაციის სწრაფად შესასრულებლად

ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა საქმე ეხება კითხვას, როგორ შეიძლება საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ შეადგინა დასკვნა, სადაც შემოთავაზებულია 12 რეკომენდაცია. ახლა საუბარია საქართველოს მიერ ამ 12 რეკომენდაციას შესასრულებლად მუშაობაზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკკალისტერმა პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეეცადოს, რომ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო შექმნას.

„ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი გზავნილი არის ის, რომ მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, მთავრობას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს, რომ იმუშაონ ერთად ამ 12 რეკომენდაციის სწრაფად შესასრულებლად. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეეცადოს, რომ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ჰქონდეთ და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

banner
წინა სტატიაშიგვინდა დაგეხმაროთ, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნას მიყვანილი – ვიოლა ფონ კრამონი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა