დევიდ კრამერი: ეს გადაწყვეტილება არ დაეხმარება საქართველოს საკითხს ნატოსა და ევროკავშირში

ეს გადაწყვეტილება არ დაეხმარება საქართველოს საკითხს ნატოსა და ევროკავშირში-აღნიშნული განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას, ფრიდომ ჰაუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა გააკეთა. დევიდ კრამერის განცხადებით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, ეს იქნება საშინელი მარცხი. ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში, გარადა ავტორიტარულისა.

“თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, ეს იქნება საშინელი მარცხი. ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში, გარადა ავტორიტარულისა. მე კი არ ვფიქრობ, რომ საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა, მიმაჩნია, რომ ის დემოკრატიის გზაზეა, მაგრამ ეს უდავოდ უკან გადადგმული ნაბიჯია.მოსამართლეებმა საქმე უნდა გადაწყვიტონ კონკრეტული გარემოებებიდან და არა პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება არ დაეხმარება საქართველოს საკითხს არც ნატოში და არც ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთშიც არიან ისეთი ქვეყნები და ცალკეული პირები, რომლებიც ეძებენ ნებისმიერ მიზეზს იმისთვის, რომ უარყონ საქართველოს დაახლოება დასავლეთთან. სასამრთლოს ასეთი გადაწყვეტილებები და ხელისუფლების ნაბიჯები კი საბაბს აძლევენ ამ ადამიანებს არაფერი გააკეთონ, რითაც საქართველო დაზარალდება.ჩვენ უნდა მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, მაგრამ ეს საქმე რთულდება ისეთი ნაბიჯების გამო, რომელიც რუსთავი 2-თან დაკავშირებით იდგმება,” – განმარტა დევიდ კრამერმა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ზაზა ხატიაშვილს ღირსების ორდენი გადასცა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს