დევიდ კრამერი: ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა ქართული ოცნების წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია

“ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა ქართული ოცნების წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია” – სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმიანება.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი ქართული ოცნებაა და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც მისი აზრით, უნდა გადამდგარიყო.

“პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. ქართული ოცნება არსებულ სიტუაციას დასცინის. წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, ქართულ ოცნებას და ბატონ ივანიშვილს”. – ამბობს კრამერი.

banner
წინა სტატიაშიკარპენტერი: სამწუხაროა,რომ მმართველი გუნდი შეთანხმებიდან გავიდა
შემდეგი სტატიაშეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ – აშშ-ს ყოფილი ელჩი