დევი ჭანკოტაძე სააკაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უთვლის ყველა კოვზს, ყველა გრამს საჭმლის, არის ძალიან მხნედ

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უთვლის ყველა კოვზს, ყველა გრამს საჭმლის, არის ძალიან მხნედ-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დევი ჭანკოტაძე აცხადებს, რომელმაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ჭანკოტაძემ მიხეილ სააკაშვილის გზავნილები გაასაჯაროა.

გზავნილი არის პირველი, რომ მაქსიმალური მობილიზაცია ხმების, მაქსიმალურად მივიდეს ჩვენი ხალხი არჩევნებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს „ქართული ოცნება“ მოვაშოროთ ამ ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უთვლის ყველა კოვზს, ყველა გრამს საჭმლის, არის ძალიან მხნედ. არის გამხდარი, იმიტომ, რომ მე-20 დღეა შიმშილობის და ალბათ დადგება ის მომენტი, როცა ჰოსპიტალზიაცია მოხდება, – ამბობს დევი ჭანკოტაძემ.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“დროამ” და “ლელომ” კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს