25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

დევდორაკში განგაშის სისტემა ამოქმედდა: “დარიალიდან” ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, გზა გადაიკეტა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

_დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.

banner
წინა სტატიაში“უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!” — ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაგერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს