,,დეტალურ დონეზე ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მაგრამ არჩევნები ჩაივლის მშვიდად”

გიორგი გახარია: დეტალურ დონეზე ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და
გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მაგრამ არჩევნები ჩაივლის მშვიდად

ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ მისი და
სააკაშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს სუსი, გიორგი გახარიამ
უპასუხა, რომ წარმოადგენდა არ აქვს თუ რა ჩანაწერებზე საუბრობს ნიკა
გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ის გეგმები რაც დესტაბილიზაციის და
პროვოკაციის მომზადებას ეხება. მისი განცხადებით, არჩევნები ჩატარდება
მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა
სამინისტრო.

„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს გვარამია, თუმცა
დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა, დესტაბილიზაციის და
პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალური უწყება
შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს
ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად,
როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს და ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი და
მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება
აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან
საქმეთა სამინისტრო.“- გიორგი გახარია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ სტრატეგიულ პარტნიორს ა.შ.შ.-ს 2 „აილენდის“ ტიპის ხომალდის – „დიოსკურიის“ და „ოჩამჩირის“ გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციის(GOPAC) ხელმძღვანელს, აკააშ მაჰარაჯის შეხვდა