შს მინისტრი სომხეთში აღმოჩენილ საზენიტო კომპლექს ,,იგლასთან“ დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი მღებრიშვილი გამოძიებაზე და ახალ ვერსიებზე საუბრობს.
”ასე გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ ტრანზიტად საქართველოს გავლით შევიდა სომხეთში. კი ბატონო შეიძლება ისინი ამას ამბობენ, მაგრამ ჩვენ დეტალებს ვარკვევთ და აუცილებლად საზოგადოებას ვამცნობთ ამის შესახებ,“ – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კომპლექსი ქვეყანაში საქართველოს გავლით, არალეგალურად მოხვდა.