დეტალები სავჩენკოს დის დაკავების შესახებ

veraვერონიკა სავჩენკოს დაკავების მიზეზი მის მიერ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ჩეჩენი მოსამართლის შეურაცხყოფა გახდა -იტყობინება “ბიბისი”.

ვერონიკა სავჩენკო, უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს და, რუსეთში დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ვერა სავჩენკო რუსეთში დააკავეს. ჩვენი კონსული მასთან ერთად არის პოლიციის განყოფილებაში და მის განთავისუფლებას ცდილობს. მოსკოვის საელჩოც მუშაობა საკითხზე” – ნათქვამია უკრაინის შიდაპოლიტიკური უწყების “ტვიტერზე”.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს და რუსეთში დააკავეს
შემდეგი სტატიათეთრი სახლის შესასვლელი დღეს ორჯერ გადაკეტეს