დერცელის საჯარო სკოლის ბუღალტერმა ბიუჯეტის 142 629 ლარი აზარტულ თამაშებზე ჩარიცხა

საქართველოს პროკურატურამ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისთვის დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,-წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში უკვე გადმოასვენეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თუ ვინმე ამბობს, რომ გვარამიას საქმეში არ არის დანაშაული, ეს ის ხალხია, ვინც ამბობდა, თითქოს ბაჩო ახალაია მხოლოდ ვაშლს თლიდა