დეპუტატს აქციის მონაწილეები მონისა და ვირთხის ძახილით შეხვდნენ

დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქვარაია, რომელმაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

“ეს მასკარადი დავასრულოთ. ახლა მთავარია, კონსტრუქციულ რეჟიმში ვიპოვოთ გამოსავალი.” – თქვა ქვარაიამ ჟურნალისტებთან შევჩენკოს ქუჩაზე.

დეპუტატს აქციის მონაწილეები მონისა და ვირთხის ძახილით შეხვდნენ. ადგილიდან გასვლაში მას სამართალდამცველები დაეხმარნენ.

ქვირაიამდე პარლამენტში არ შეუშვეს ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, რევაზ არველაძე.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ცენტრალუს ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან
შემდეგი სტატიარევაზ არველაძე : თუ არ მომეცემა პარლამენტში შესვლის საშუალება, წავალ და ლექციებს წავიკითხავ